„ვტოვებ მაესტროს“ - ვაკო ავალიანი „მაესტროს“ აღმასრულებელი დირექრორის პოსტს ტოვებს

16 Jul 2021 10:29

ვაკო ავალიანი „მაესტროს“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ავალიანი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.


მისი თქმით, არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე და არხის ახალი პრიორიტეტები მისთვის მიუღებელია, ამიტომაც ის ტოვებს „მაესტროს“.


„ვტოვებ მაესტროს სადაც, კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი - არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე, (რამდენიმე პროექტით) არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია! ყველაფრის მიუხედავად წარმატება მაესტროს და მაესტროელებს“, - წერს ვაკო ავალიანი.






კომენტარები:

ფართი შოპი