„ქვეყანას, რომელსაც ამერიკა სანქციებს ადებს, ინვესტიციას არავინ დებს, ინვესტიციის გარეშე კი არაფერი გვეშველება“- ალეკო ელისაშვილი

16 Jul 2021 14:32

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების საკითხს გამოეხმაურა.


როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტი უგულებელყო, იჩქარა და ეს საკითხი პარლამენტში გაიტანა.


„რა თქმა უნდა, ეს ცუდია და ცუდი იქნება, თუ „ქართული ოცნების“ ამ პოლიტიკური სიხარბის გამო, საქართველო დაისჯება. სანქციების დაწესება იქნება არა კონკრეტულ პარტიაზე დაწესება, არამედ ქვეყნის მიმართ დაწესება, რაც დარტყმა იქნება.


თუ „ქართული ოცნება“ არაფერზე ყურს არ შეიბერტყავს, რა თქმა უნდა, უკვე იგრძნობა, რომ სანქციებთან ძალიან ახლოს ვართ. სანქციონირებული ქვეყანა კატასტროფაა. ქვეყანას, რომელსაც ამერიკა სანქციებს ადებს, ის ბელორუსიის კატეგორიაში გადის და ასეთ ქვეყანაში ინვესტიციას არავინ დებს, ინვესტიციის გარეშე არაფერი გვეშველება.


რეალური სასამართლო რეფორმა უნდა დაიწყოს, ამას ვისურვებდი, მაგრამ „ქართული ოცნება“ ისეთია, რომ გგონია, კრიზისი დასრულდა და რაღაც შედეგამდე გავედით, ამ დროს თავში უროს ჩაირტყამს და ყველაფერი თავიდან იწყება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი