სალომე სამადაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ბოლო განცხადებაში ტონი შეცვალა და „ფაქტობრივად არ გამორიცხა, რომ სანქციების მექანიზმს აამოქმედებს“

16 Jul 2021 14:39

პარლამენტის ფრაქცია „ლელო - საქართველოსთვის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ბოლო განცხადებაში ტონი შეცვალა და „ფაქტობრივად არ გამორიცხა, რომ სანქციებს აამოქმედებს“.


ამის შესახებ სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.


„სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის შეფასება იყო ძალიან საინტერესო რადგან ყოველთვის, როდესაც ადრე, მსგავსი შეკითხვები დასმულა, სახელმწიფო დეპარტამენტი ცოტა შორს იჭერდა თავს რაიმე შეფასებებისგან, რომ შესაძლებელია სანქციების შემოღება. ამ შემთხვევაში შეცვლილი იყო ტონი, არ უთქვამთ, რომ სანქციებს შემოიღებენ, მაგრამ თქვეს - ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი და განვიხილავთ ამ ინსტრუმენტებს იმის მიხედვით, რა იქნება აუცილებელი. ფაქტობრივად, არ გამორიცხეს სანქციების მექანიზმის ამუშავება. ამასთან, კონკრეტულ მოსამართლეებთან მიმართებით, ვაშინგტონში გვქონდა ბევრი საუბარი. ვფიქრობ, ამ საკითხთან მიმართებით იქ ჩამოყალიბებულია აზრი, რომ „კლანის“ მმართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით დაიწყოს შესაბამისი პროცედურები“,- განაცხადა სამადაშვილმა.


ამასთან, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ევროკავშირის მოლოდინთან დაკავშირებით ხელისუფლებას „წითელ ხაზებს“ გაუვლებს.

„რაც შეხეება მიშელის ჩამოსვლას, თავად სახელმწიფო დეპარტამენტიც კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც მიშელის სახელის მატარებელია, ირღვევა ხელისუფლების მხრიდან - ეს ევროკავშირის პოლიტიკური და სტრატეგიული ინტერესია. მიშელი ჩამოვიდა საქართველოში, რომ გაენეიტრალებინა ბორელის ვიზიტი მოსკოვში, რათა ეჩვენებინა, რომ ევროკავშირი მოთამაშეა რეგიონში. ამიტომ, თუ „ქართული ოცნება“ ამ დოკუმენტს არ შეარულებს, ეს არის ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესის დაზიანება და მიშელის პოლიტიკური რეპუტაციაც ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ველოდები, რომ ის ხელისუფლებას მკაცრად გაუვლებს „წითელ ხაზებს“, რა არის ევროკავშირის მოლოდინი მიშელის დოკუმენტის შესრულებასთან, მოახლოებულ არჩევნებთან და ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა სამადაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება. ამასთან, გამოიჩინოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპების და კანონის უზენაესობის მიმართ და გააძლიეროს პარტნიორობა შეერთებულ შტატებსა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან.





კომენტარები:

ფართი შოპი