იაგო ხვიჩია - თუ ხელისუფლება პარტნიორების შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზი არის რუსეთისკენ და შემოდგომაზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კეთდება

16 Jul 2021 14:42

თუკი საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებისგან მიღებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზი არის რუსეთისკენ - ასეთ შემთხვევაში, შემოდგომაზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კეთდება, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.


ხვიჩიას თქმით, რასაც დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი შინაარსით რუსეთისკენ მიდის.


„ყველაზე მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება თვალსა და ხელს შუა ანტიამერიკული ძალა ხდება. მას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ისეთ შენიშვნებს აძლევს, საქმე სხვა ქვეყანას რომ ეხებოდეს, წარმოდგენა გვექნებოდა, რომ წავედით რუსეთისკენ ან აშშ-ს მოწინააღმდეგეებისკენ. ეს ქართველი ხალხის მხრიდან უნდა იყოს აღქმული, როგორც ხელისუფლების ნაბიჯი რუსეთისკენ, რასაც შემოდგომით ძალიან მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს. შეიძლება ეს იყოს უკანასკნელი შანსი, როცა ჩვენი მეგობრები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ცდილობს ჩვენი სახელმწიფო ვექტორი რუსეთიდან დასავლეთისკენ მოატრიალოს. ყველა შენიშვნა, რასაც გვეუბნებიან, საგულდაგულოდ და სრულყოფილად უნდა იქნას გათვალისწინებული. რომელ ექვს მოსამართლეს უნდა გადავაყოლოთ საქართველო - აშშ-ს ურთიერთობები?!


კარგ შემთხვევაში მივიღებთ სანქციებს თანამდებობის პირების მიმართ, ხოლო ცუდ შემთხვევაში, ქვეყანას, როგორც შეუმდგარ ქვეყანას, ყველა ფეხზე დაიკიდებს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი