რამ გამოიწვია პურის გაძვირება? - ექსპერტის განმარტება

16 Jul 2021 15:32

„საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე პურის ფასის მატებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ გაძვირდა მასიური ასორტიმენტი, რომელიც სუბსიდირებული იყო.


მისივე თქმით, კომპანიებმა, გამომდინარე ფქვილის ღირებულებიდან, კორექტირება შეიტანეს ზოგიერთ ასორტიმენტზე.


„მასიური ასორტიმენტი გაძვირდა, რომელიც სუბსიდირებული იყო. კომპანიებმა, გამომდინარე ფქვილის ღირებულებიდან, ზოგიერთ ასორტიმენტზე კორექტირება შეიტანეს.



ვგულისხმობ „ქვის პურს“, რომელიც ბატონისებური პურია და მისი ფასი დაახლოებით გაზრდილია 10 თეთრით. ჩვენ მოვუმატეთ 10 თეთრით, მაგრამ არ ვარ პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ იქცევიან მაღაზიები ამ შემთხვევაში. ზოგმა შეიძლება თავისი შეხედულებით ცოტა მეტი ფასი დაადოს, რასაც ამ ეტაპზე არასწორად მივიჩნევ“, - აღნიშნა დოლიძემ მედიაცენტრ„ მთავარის“ პრესკლუბში.


ჟურნალისტის კითხვაზე, გარდა ამისა, კიდევ რამ იმოქმედა პურის ფასის მატებაზე, დოლიძის თქმით, გაიზარდა ელექტრო მატარებლები, წყლის, საფუარის ღირებულება და დისტრიბუციის ფასები.


„ამიტომაც ეს ყველაფერი ფოკუსირდება პროდუქციის ფასზე. არ მინდა მოსახლეობა შევაშინო, პროგნოზი ცუდი არ არის. შესაძლებელია, რომ ფქვილის ღირებულებამ დაიკლოს. ეს ფასი ოქტომბერ-ნოემბრამდე იქნება. ჯერჯერობით ცვალებადობა მოსალოდნელი არ არის“, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.





კომენტარები:

ფართი შოპი