დღეიდან მფარველი ანგელოზი სელენა, მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს ტოვებს და 7 თვით თხის რქაში გადადის. ასე რომ, მომდევნო 7 თვის განმავლობაში, კოსმოსი ზოდიაქოს ზოგ ნიშანს განსაკუთრებით სწყალობს. როგორც „დაიჯესტს“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განუცხადა, ეს პერიოდი ძალიან კარგი იქნება მიწის სტიქიის ნიშნებისთვის.
ცაგარელმა თითოეულ ნიშანს აქტიურობა და ამ სასიკეთო პერიოდის მაქსიმალურად გამოყენება სთხოვა:
„16 ივნისს სელენა- თეთრი მთვარე, ეგრეთ წოდებული მფარველი ანგელოზი თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში 7 თვით გადადის. ეს მოვლენა განსაკუთრებით იმოქმედებს ამ სამ ნიშანზე.
კურო - ამ ნიშანს 18 ივნისს ტოვებს შავი მთვარე და პარალელურად 16-ში მის მონათესავე ნიშანში, თხის რქაში გადადის მფარველი ანგელოზი. ეს ნიშნავს, რომ მისთვის დაიწყება საუკეთესო 7-თვიანი პერიოდი. ყველა სახის პრობლემა უკან რჩება. ძალიან კარგი იქნება უცხოელებთან კონტაქტი. კარგია უცხო ენების შესწავლა და საუკეთესო დროა კარიერაში წინსვლისთვის.
თხის რქა - საკმაოდ დიდი წყალობა იქნება კოსმოსიდან რათა კარიერასა და პირად ურთიერთობაში საგრძნობლად წაიწიოთ წინ. საუკეთესო პერიოდია როგორც თვით გამოვლენებისთვის ისე პირადი ურთიერთობისთვის.
ქალწული - წინა პლანზე წამოიწევს ოჯახი, სანათესავო და ახლობლები, რაც მეტ ჰარმონიას შეიტანთ ურთიერთობებში, მით მეტად წარმატებულები იქნებით. შესაძლოა ნათესავები და მშობლები ძალიან დაგეხმარნენ. კარგია ეს პერიოდი შვილებთან ურთიერთობისათვის და კარიერაში წინსვლისთვის“, - განაცხადა ცაგარელმა.