სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, აღინიშნა, რომ პროგრამა - „განახლებული რეგიონების" ფარგლებში, რიგ მუნიციპალიტეტებში სამუშაოების დასაწყებად მზადების პროცესი მიმდინარეობს, ასევე, ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და მასობრივი ვაქცინაციის საკითხებზე. მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.
#კახეთი2021