საპატრიარქო სვეტიცხოველში რუსულენოვან გალობასა და მსახურებაზე განცხადებას ავრცელებს

16 Jul 2021 19:31

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებით ეხმაურება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ კადრებს, რომელზეც აღბეჭდილია სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი წირვის დროს შესრულებული რუსულენოვანი გალობა და მსახურების ფრაგმენტები.


„განვმარტავთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი. მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.





კომენტარები:

ფართი შოპი