გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა გაიხსნა

16 Jul 2021 20:15

ღონისძიებას საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მაიკე  (მარია)  ქრისტინა ვან კოლდამი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი და უცხოელი პარტნიორები დაესწრნენ.


ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ინვესტორებთან ერთად, ფერმის მუშაობის სპეციფიკას და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმციას, ადგილზე პირადად გაეცნენ.


3,5 მილიონ ევროს ღირებულების ინვესტიციის განხორციელება ჰოლანდიელმა  ბიზნესმენებმა, მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე, ერთი წლის წინ, პანდემიის პერიოდში დაიწყეს. ფერმაში ამ დროისთვის 100-მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია - დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი.





კომენტარები:

ფართი შოპი