"გაითამაშებენ "დემოკრატიულ" არჩევნებს, რომელსაც ფეხს "აუწყობს" "ევროპული საქართველო", - თეიმურაზ ზაქრაძის საარჩევნო პროგნოზი

29 Jun 2017 17:39

თეიმურაზ ზაქრაძე, ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის დამფუძნებელი/დირექტორი:


ეს არჩევნები "ოცნებისთვის" იქნება ოპოზიციის საბოლოოდ ჩარეცხვის შანსი და ვფიქრობ ამ შანსს გამოიყენებენ. გაითამაშებენ "დემოკრატიულ" არჩევნებს, რომელსაც ფეხს "აუწყობს" "ევროპული საქართველო". 


ენმ-ის კანდიდატი ზალიკო, ამ სპეკტაკლის მხოლოდ დეკორაცია რომ არის ამის გაგება ოპოზიციას უჭირს. ამომრჩევლის მხრიდან ოპოზიციას იმ ხარისხის ნდობა არ აქვს კონკურენცია რომ გაუწოს ხელისუფლების კანდიდატს. ალბათ, მეორე ტურსაც გაათამაშებენ მთლად ავტოკრატიული წყობა რომ არ გამოჩნდეს დასავლეთის თვალში... მეორე ტურში კი სულ არ გამიკვირდება რომ "გავიდეს" ელისაშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი კარგად ჟღერს. 


შედეგად საბოლოოდ დამთავრდება ოპოზიცის გავლენა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, გარდა ამისა ოპოზიცია დაკარგავს ავტორიტეტს დასავლეთის თვალშიც, ანუ ევროპული და ამერიკული გრანტების მიღების წყაროზე წვდომა შეუმცირდებათ და მთლიანად იქნებიან ფინანსურად ოლიგარქის ნების მორჩილ ბანკებზე დამოკიდებულები... ანუ ამ არჩევნების მერე "ოცნების" ხელისუფლებას აქვს შანსი სრულიად გაბატონდეს ქართული პოლიტიკის ველზე... კონსტიტუციური უმრავლესობა აქვთ, ოპოზიციის დისკრედიტაციას მოახდენენ. ვენეციის კომისიის აზრი ახლავე სულაც არ აინტერესებთ და არ აწუხებთ ... დარჩება რა? იტყვიან და უკვე თქვეს კიდევაც კონსტიტუციური მონარქიაო... ანუ დაიწყება სამეფო კარის თამაშები, რაც ავტომატურად აღადგენს გეორგიევსკი ტრაქტატის მოქმედებას და სამართლებრივად გუბერნიად გაფორმების მცდელობები დაიწყება...


ამის ყველაფრის კონტურები უკვე კარგად ჩანს, რაც ბუნებრივად გააჩენს მთავარ კითხვას დასავლურ სამყაროში, რა შედეგები მოიტანა სააკაშვილის ბრწყინვალე რეფორმებმა? ის შედეგი რომ ქვეყანაში დემოკრატიის ნაცვლად დამყარდება მონარქია და ისევ რუსული სამყაროს კუთვნილების ქვეყანა გავხდებით? ამას მოყვება მეორე კითხვა... რას აკეთებს სააკაშვილი უკრაინაში? იქაც ასეთივე რეფორმებს აპირებს? რეფორმები კარგია, მაგრამ შედეგი? 


ჰოდა ვის რაში სჭირდება ასეთი შედეგების რეფორმები? ეს შედეგი კი დადგა ოპოზიციის მიერ არჩეული ყოვლად უგუნური სტრატეგიის გამო. "დაე ბოლომდე ნახოს ხალხმა რა ცუდია ოცნების ხელისუფლება და ისევ ჩვენ დაგვიძახებენო" ... ჰოდა იცოდეთ, არ დაგიძახებენ. ყველაფერი სულ სულ თავიდან არის საკეთებელი და სულ სხვა ადამიანები არიან ამისთვის საჭირო. 


კომენტარები:

ფართი შოპი