კახაბერ ქემოკლიძე: „ვითარება მოითხოვს გვერდზე გადაიდოს პოლიტიკური ინტერესები, ხელისუფლებამ გაიაზროს შექმნილი ვითარება, შესაძლო რისკები და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნისათვის დამატებითი ზიანის ასარიდებლად“

16 Jul 2021 20:24

პარტიამ „საქართველოსთვის“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. 

„ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, პირდაპირ შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც უაღრესად სახიფათო საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, როგორც ეკონომიკური სტაბილურობის, უსაფრთხოების ისე, საერთაშორისო იმიჯის დაზიანების კუთხით.“ - განაცხადა ბრიფინგზე პარტია “საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ. 


ქემოკლიძემ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის დღევანდელ განცხადებას და აღნიშნა, რომ პარტნიორების მხრიდან უმაღლეს დონეზე ხდება უმწვავესი პოზიციების დაფიქსირება, მათ შორის, კეთდება მინიშნებები კონკრეტული ფინანსური ბერკეტების/მექანიზმების შესაძლო ამოქმედებაზე.

 

„ჩვენი შეფასებით, შექმნილი ვითარება მოითხოვს, გვერდზე გადაიდოს ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესები, ხელისუფლებამ ახლა მაინც გაიაზროს შექმნილი ვითარება, შესაძლო რისკები და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნისათვის დამატებითი ზიანის თავიდან ასაცილებლად“ - ამბობს ქემოკლიძე. 


„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმირების გზა გადის პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებასა და „გავლენის ჯგუფების“ შესუსტებაზე სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს 19 აპრილის შეთანხმებაც.ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ ამ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა პრაქტიკულად აღარ არსებობს -  მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დაწყება და გაგრძელება იქნებოდა მძიმე შედეგების მომტანი - ეს დადასტურდა კიდეც და დღეს, სახეზეა მთელი საერთაშორისო საზოგადოების, სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი რეაქციები ამ ყველაფერზე.“ - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი