„სად წავიდა ლევან ვასაძე ჩემთვის დღესაც გამოცანად რჩება“ - სანდრო ბრეგაძე

16 Jul 2021 20:42

„ერთადერთი რაც ამ ბოლო დღეებში ვერ ამოვხსენი, ჩემთვის დღესაც გამოცანად რჩება - სად წავიდა ბატონი ლევან ვასაძე“, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.


სანდრო ბრეგაძე განმარტავს თუ რატომ არ მიიღო „ქართულმა მარშმა“ „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობა.


„დღეს რას ვხედავთ, გაჰყვირიან ქუჩიდან, რომ ყველა დასასჯელია ვინც მათსავით არ ფიქრობს და ხვალ რომ ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, „იმედის” დარბევა იქნება ტკბილი სიზმარი, სისხლის გუბეები იქნება რევანშისტების, ბართლომეს ღამე მოეწყობა ქრისტიანების წინააღმდეგ. ამაში დარწმუნებულები იყავით.


შესაძლოა, დიდი შეცდომებია იქ დაშვებული, რამდენიმე ათეული ახალგაზრდა რომ ციხეში ზის და ის ადამიანები სამშობლოს მოყვარული ადამიანები არიან, ეს უკვე ტრაგედიაა. ტრაგედიაა ისიც, რომ დაშავდნენ ოპერატორები, ჟურნალისტები. ტრაგედიაა ეს. სწორედ ამიტომ შევიკავეთ თავი ისეთ აქციაში მონაწილეობისგან, რომელი აქციის არსიც არ ვიცოდით.


ამ თავისივე დადგმულ პროვოკაციაში, სურთ ყველა გარიონ, ძალიან უნდათ „ქართული მარშის” მონაწილეობა დაინახონ სადმე, გაგიჟებულები არიან, რომ ჩვენი მონაწილეობის კვალი ვერ აღმოაჩინეს.


ეკლესია, საპატრიარქო, კონსერვატიული ძალები უნდათ ამოშანთონ და გააშავონ. ერთადერთი რაც ამ ბოლო დღეებში ვერ ამოვხსენი, ჩემთვის დღესაც გამოცანად რჩება - სად წავიდა ბატონი ლევან ვასაძე“, - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი