"გამიხარდა, როცა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის არ დაიცავდა "ლგბტ" პრაიდს" - გურამ ფალავანდიშვილმა სამმართველო დატოვა

16 Jul 2021 20:53

"ბავ­შვთა უბ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის" წევ­რმა გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა, ასე­ვე "ალტ-ინფო"-ს ერთ-ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კონ­სტან­ტი­ნე მორ­გო­ში­ამ და დე­კა­ნოზ­მა სპი­რი­დონ ცქი­ფუ­რიშ­ვილ­მა თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო და­ტო­ვეს.


რო­გორც, გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, აშშ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა 5 ივ­ლისს­თან და­კავ­შო­რე­ბით, იმის დას­ტუ­რია ,რომ მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში "ლგბტ" თე­მის დიქ­ტა­ტუ­რის დამ­ყა­რე­ბა სურთ, რა­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.


გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში, მათ და­ბა­რე­ბას სწო­რედ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას უკავ­ში­რებს.


"სამ­წუ­ხა­როდ, აი ამ სა­ელ­ჩო­ებ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა იქამ­დე მიყ­ვა­ნეს ხალ­ხი გა­ამ­წა­რეს და მოხ­და, ასე­თი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რამ. რო­დე­საც, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა თქვა, რომ ის არ და­ი­ცავ­და "ლგბტ" პრა­იდს არც ერთ ლო­კა­ცი­ა­ზე, ეს გა­მი­ხარ­და, მან ხალ­ხი შე­ი­ცო­და, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო მსხვერ­პლი", -გა­ნა­ცხა­და გუ­რამ ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა.






კომენტარები:

ფართი შოპი