„ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის ნაცვლად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზეა ორიენტირებული - თამთა მეგრელიშვილი

16 Jul 2021 21:33

„ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის ნაცვლად ორიენტირებულია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე“, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს.


მისი თქმით, მმართველი გუნდი არცერთი კრიტერიუმით არ ჩამოუვარდება ევროპული ქვეყნების მთავრობებს.



„ქართული ოცნების“ მმართველობამ მოიტანა მშვიდობა, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, პლურალისტური დემოკრატია, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა! დიახ, მესამე ვადით არჩეული ეს პოლიტიკური ძალა გახლავთ მყარი გარანტი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და წინსვლისთვის.


„ქართული ოცნების“, ამ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე ძალის დამსახურებაა ქვეყანაში ოპოზიციური ძალების მიერ უკანონო ქმედებებზე სათანადო, გონივრული, თანმიმდევრული რეაგირება და ქვეყნის ინსტიტუციური მდგრადობის შენარჩუნება. „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლება, რომელიც, ადამიანების წამებისა და დახოცვის ნაცვლად ხალხის სამსახურშია და ამ მძიმე ეპიდ-გამოწვევის პირობებში თითოეული ჩვენგანის სიცოცხლისთვის იბრძვის. არცერთი სხვა ეკონომიკურად უფრო ძლიერი სახელმწიფოს მოქალაქეს არ აქვს სახელმწიფოსგან ამგვარი ხელშეწყობა (უფასო სამედიცინო მომსახურება ბინაზე, გადაყვანის შემთხვევაში უფასო მკურნალობა სრულ გამოჯანმრთელებამდე) და სხვა. დიახ, ეს გუნდი, იმ ადამიანთა მყარი ერთობაა, რომელიც არცერთი შეფასების ნიშნითა თუ კრიტერიუმით არ ჩამოუვარდება ევროპული ქვეყნების მთავრობებს. „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც დგას ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის ნაცვლად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზეა ორიენტირებული!“ - აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.





კომენტარები:

ფართი შოპი