„როცა უყურებ გოგოს და სუნთქვა გეკვრება“ - რა მისწერა თაყვანისმცემელმა ნეკა დოროყაშვილს

17 Jul 2021 01:23

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე - ნეკა დოროყაშვილი,  ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილ მეუღლესთან, დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გახდა.

მათი დავა სასამართლოში დღემდე არ დასრულებულა. ამის პარალელურად, ორივე მათგანი კარიერას აქტიურად აგრძელებს. 


ნეკა დოროყაშვილი აქტიურია სოციალურ ქსელებშიც ის ხშირად უზიარებს გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას, ამჯერად მოდელი ინსტაგრამის სთორიში, აქვეყნებს ერთ-ერთი თაყვანისმცემლის მიერ მიწერილ წერილს, სადაც წერა:


„როცა უყურებ გოგოს და სუნთქვა გეკვრება, უყურებ და გარშემო ყველაფერი ჩერდება, ის მთელ შენს ყურადღებას იპყრობს და მისი ღიმილის წინაშე უძლური ხდები. ამის აღწერა ერთი სიტყვით შეიძლება - ბრწყინვალე. დიახ, შენ ბრწყინვალე ხარ. შენი სული განსაკუთრებულ სილამაზეს მალავს, შენი ტანი კი ხელოვნების გამორჩეული ნიმუშია. ხელოვანები სხვადასხვა მიმდინარეობას აღმერთებენ, ზოგიერთი სიურრეალიზმს პოეზიაში, ზოგიერთი - იმპრესიონიზმს მხატვრობაში, მე კი შენ გაღმერთებ.“


ნეკამ ფოტოს თან წარწერა დაურთო, სადაც წერს, რომ ყველა ქალი ისე ბრწყინავს, როგორც მის გვერდით მყოფი კაცი ექცევა მას.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი