კახაბერ ქემოკლიძე: „თუ სახელმწიფო ვერ იცავს რიგითი ადამიანებს რუსთაველის გამზირზე, რა ტიპის განცდა ექნებათ ადამიანებს რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზთან, ან მის მიმდებარე ტერიტორიებზე“

17 Jul 2021 09:34

პარტიამ „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახაბერ ქემოკლიძემ ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა და განვითარებულ მოვლენები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სახიფათოდ შეაფასა. ქემოკლიძემ პარტნიორების მხრიდან უმაღლეს დონეზე გაკეთებულ უმწვავეს კრიტიკაზე და სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების შესაზღუდად კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა.  


ბრიფინგის შემდგომ ქემოკლიძემ მედიის კითხვებსაც უპასუხა 5 ივლისის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით.  


„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია ისევე,როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება 5 ივლისს ძალადობას მიუდგეს სისტემურად - არა ამოკეტილად, კონკრეტულ ადამიანებზე სხვადსხვა პროცესუალურ ნადირობის კონტექსტში, არამედ სისტემურად: ვინ იყვნენ ორგანიზატორები, როგორ მოახერხეს ამ სისტემური დანაშაულის ორგანიზება, რატომ მოხდა ის, რომ დღისით, მზისით სახელმწიფო ინსტიტუციებმა ვერ მოახდინეს ქალაქის ცენტრში მშვიდობიანი ადამიანების და ჟურნალისტების დაცვა. ასევე, მშვიდობიანი ადამიანები, რომლებიც გეოგრაფიულად სხვადასხვა ლოკაციებზე უბრალოდ საკუთარ უბნებში გადაადგილდებოდნენ, გახდნენ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი. როგორ ვერ მოხერხდა ამ ტიპის ძალადობის თავიდან აცილება - ეს არის ის კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს მმართველმა ხელისუფლებამ.“-განაცხადა ქემოკლიძემ.  


კახაბერ ქემოკლიძე მომხდარს დამატებით დამაზიანებლად მიიჩნევს იმ კონტექსტში, რომ დედაქალაქის ქუჩებში მსგავსი ძალადობის ვერ აღკვეთა და მშვიდობიან გარემოში მოქალაქეების დაცვისათვის გამოვლენილი უძლურება შფოთის აღმძვრელია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ყოველდღიურობაში რუსული ოკუპაციის მხრიდან გამოვლენილ რეალური აგრესიის საფრთხის წინაშე დგანან.  


„თუ სახელმწიფო ვერ ახდენს რიგითი ადამიანების დაცვას რუსთაველის გამზირზე, როგორ წარმოგიდგენიათ რა ტიპის განცდა ექნებათ იმ ადამიანებს რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზთან, ან მის მიმდებარე ტერიტორიებზე -  როდესაც მათ უპირისპირდება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური . როდესაც ისინი უყურებდნენ სატელევიზიო გადაცემებს, რომ ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებდნენ, რიგითი გამვლელები მაღაზიაში რომ მიდიოდნენ ელემენტარული პროდუქტების საყიდლად -  გახდნენ ამ ტიპის სერიოზული ძალადობის მსხვერპლი  -  რას იფიქრებს ხურჩას მაცხოვრებელი და ზარიანთკარის მაცხოვრებელი რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ცხოვრობენ რისკის ქვეშ.“ - ამბობს ქემოკლიძე. 


„მმართველმა პარტიამ, ისევე როგორც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შინაარსობრივად უნდა გაიაზროს რა მოხდა - სისტემურად გაიაზროს რა მოხდა დღეს და ამის ნიშნები სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში იმ განცხადებების საფუძველზე რასაც ვისმენთ.“- მიიჩნევს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კახაბერ ქემოკლიძე.





კომენტარები:

ფართი შოპი