როგორ იპარავენ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან

17 Jul 2021 10:16

სოციალური ქსელები ერთი შეხედვით უსაფრთხო, გასართობ და შემეცნებით პლატფორმად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ამავდროულად ეს სივრცე საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია.


სახელი, ლოკაცია, სახლი, სამსახური, ოჯახის წევრების სახელები - ეს სიის ის მცირე ნაწილია, რომელსაც სოციალური ქსელების ანგარიშზე მომხმარებლები ანთავსებენ. ზოგს გააზრებულიც არ აქვს, რომ ამ ინფორმაციას საჯაროდ დებენ და რომლის ნახვას ყველა შეძლებს.


კიბერდანაშაულთა რიცხვი და ჰაკერების თავდასხმები 21-ე საუკუნეში უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. მაგალითად, ჰაკერმა, სახელად ტომ ლაინერმა "გასართობად" მოიპარა 700 მილიონი ანგარიშის პირადი ინფორმაცია სოციალური ქსელი Linkedln-დან, რომელიც შემდგომში შავ კიბერბაზარზე, ანგარიშების ინფორმაციებს კი გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით 5 000 დოლარად ყიდდა.


აღსანიშნავია ისიც, რომ იმავე პიროვნებამ, რომელმაც Linkedln-დან 700 მილიონი ანგარიშის ინფორმაცია მოიპარა, მალევე, ამა წლის აპრილში Facebook-საც დაესხა თავს, საიდანაც 533 მილიონი ანგარიშის პირადი ინფორმაციის მოპარვა შეძლო.


BBC-ის ჟურნალისტმა Telegram-ის საშუალებით შეძლო აღნიშნულ პირთან ანონიმური საუბარი და ინტერვიუს ჩაწერა. ჰაკერმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მისთვის მხოლოდ ჰობი იყო და ამით ერთობოდა, ინფორმაციის მოპარვას კი ერთი და იმავე ტექნიკით ახერხებდა. ტომს ამ ყველაფრის გასაკეთებლად რამდენიმე თვე დასჭირდა.


რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ანგარიშების გაფილტვრა ინფორმაციული თვალსაზსრისით, დაიცვათ ორმაგი ვერიფიცირების სისტემით და ასე შემდეგ, მაგრამ ვერცერთი სოციალური პლატფორმა ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენს მიერ განთავსებული ინფორმაცია სრულიად დაცული იქნება და არ გაჟონავს, ასე რომ, ერთადერთი რეკომენდაციაა, მომხმარებლებმა პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან მაქსიმალურად შეიკაოს თავი.



rustavi 2 




კომენტარები:

ფართი შოპი