რომელი შეზღუდვები ამოქმედდება საქართველოში ორ დღეში დეტალურად

17 Jul 2021 11:36

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებები, რომელიც 19 ივლისიდან ამოქმედდება:


ტრენინგებზე, კონფერენციებსა თუ სემინარებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე;


იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად;


18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.


საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო მაცნეში 15 ივლისს გამოქვეყნდა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი - 24 მაისიდან.


imedinews.ge




კომენტარები:

ფართი შოპი