გერმანიასა და ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა

17 Jul 2021 14:43

გერმანიაში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 133-მდე გაიზარდა,- ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, ასობით ადამიანი კვლავ დაკარგულია.


განსაკუთრებით დაზარალდა რეინი-ვესტფალიისა და რეინლანდ-პფალცის რეგიონები. ყველაზე მეტი, 90 ადამიანი, რეინლანდ-პფალცის არვაილის რაიონში დაიღუპა.

ამასთან, წყალდიდობამ დააზარალა ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი და შვეიცარიაც. ბელგიაში, სადაც სტიქიას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა, 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.





კომენტარები:

ფართი შოპი