ირაკლი ღარიბაშვილი - შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან;ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს

17 Jul 2021 16:26

შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.



მთავრობის მეთაურის თქმით, მან მოისმინა პატრიარქისგან რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია.



“შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია. 

მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.





კომენტარები:

ფართი შოპი