გაზეთმა „ბორჯომმა“ დაარსებიდან 90 წლის იუბილე აღნიშნა. პერიოდული გამოცემის იუბილესთან დაკავშირებით სამუსიკო სკოლაში გაზეთის არქივი, ფოტოები და მიღებული ჯილდოები გამოიფინა

17 Jul 2021 21:50

 ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილე დავით ლომიძე, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე,  მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე, გამოცემის ღვაწლმოსილი კორესპონდენტები და სარედაქციო კოლეგიის წევრები ესწრებოდნენ. 


გაზეთის იუბილესთან დაკავშირებით რედაქტორს ვალერიან ლომიძეს საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითმა კავშირმა, პუბლიცისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭა. გაზეთის რედაქტორმა ღვაწლმოსილი ჟურნალისტები, შტატგარეშე კორესპონდენტები და ფოსტის თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. 


ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა მოღერალ-მგალობელთა გუნდმა „მზეშინამ“ , მუსიკოსმა ნიკოლოზ ედილაშვილმა, სამუსიკო სკოლის დირექტორმა მარინა ქიტიაშვილმა და პედაგოგებმა მარინე რატიანმა და თეა მანჩხაშვილმა.


#ბორჯომისმუნიციპალიტეტი

#გაზეთიბორჯომი

#90წლისიუბილე





კომენტარები:

ფართი შოპი