ნიკა მაჭუტაძე: საქართველოს ძენო და ასულნო, ჩვენ წინაშე საშინელი უფსკრული აღიმართა (ვიდეო)

03 Jun 2018 11:50

"საქართველოს ძენო და ასულნო, თანამოქალაქენო, ჩვენ წინაშე აღიმართა საშინელი უფსკრული, საშინელი ყრუ კედელი,  


ეს არის უსამართლობისა და ჩაგვრის კედელი, ჩვენ ყველანი აქ ვდგავართ ერთად, რათა დავასრულოთ ეს უსამართლობა, რათა თავისუფლებისთვის კიაფობდეს საქართველო უკუნისამდე.


ხვალ 18:00 საათზე საქართველოს მოქალაქეებს, თანამემამულეებს, მოვუწოდებთ, რომ დადგეს ჩვენთან ერთად, რათა ერთად გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ბედი, რათა აღვასრულოთ სახელმწიფო სამართლიანობა, რათა ერთად დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც კლავს, რომელიც ანადგურებს და სპობს საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც სპობს ქართულ სახელმწიფოს, მის სამართლებრივ, კანონიერ, კონსტიტუციურ საფუძვლებს, ძირს ივანიშვილის რეჟიმი.


ოკუპანტის დამპყრობელი ქვეყნის ვასალმა, სისხლიანი რეჟიმის ხელმძღვანელმა, დიქტატორმა ივანიშვილმა მიაღწია ეროვნულ მოძრაობას, გილოცავთ. დიახ, ეს არის თქვენი მოძრაობა, ეს არის ბავშვების მოძრაობა და თქვენ ახლა ხედავთ რეინკარნირებულ მრგვალ მაგიდას, თქვენ ხედავთ პოლიტიკური სპექტრის ერთობას. მათ გამოიწვიეს, მიაღწიეს ხალხის აჯანყებას და თუ უნდოდათ, რომ აქ მდგარიყვნენ მილიონები, ხვალ ისინი ნახავენ აქ სრულიად საქართველოს და ისინი გაიგონებენ ქართველი ხალხის ხმას.


ხვალ ვისაუბრებთ ერთიან სამოქმედო გეგმაზე და მინდა მოგილოცოთ, ყველაფერი იქნება კარგად. დაე, აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება".




კომენტარები:

ფართი შოპი