ერთხელ და სამუდამოდ შეეშვი ჰაერზე საუბარს - დავით ჩიხელიძე გიორგი ვაშაძეს

17 Jul 2021 23:05

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად ვაშაძემ განაცხადა, რომ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არცერთ კანდიდატს, რომელთაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ნდობა გამოუცხადა, მხარს არ დაუჭერს, რადგან ცესკო გაყალბების მანქანა, ხოლო წარმოდგენილი კანდიდატები იქ მომუშავე ჭანჭიკები არიან.


ჩიხელიძის თქმით, არ არსებობს ერთი ფაქტიც კი, რომელიც არჩევნების გაყალბებას დაადასტურებს:


„შეუძლებელია ყურადღების გარეშე დავტოვოთ გიორგი ვაშაძის განცხადება, რომელიც მან „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა, მიუხედავად დროის სიმცირისა, მან საკუთარი არაკომპეტენტურობის და ალოგიკურობის ჩვენება მოასწრო. როგორც მან განაცხადა, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არცერთ კანდიდატს, რომელთაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ნდობა გამოუცხადა, მხარს არ დაუჭერს, რადგან ცესკო გაყალბების მანქანა, ხოლო წარმოდგენილი კანდიდატები იქ მომუშავე ჭანჭიკები არიან.


ახლა მე მომისმინე, შე მართლა ჭანჭიკო, შენივე ლოგიკით გავყვეთ იმ დროინდელი იუსტიციის სამინისტროს, სადაც შენ მუშაობდი, ცნობილია, როგორც წამების და სადამსჯელო ოპერაციების შესანიშნავი შემსრულებელი ორგანიზაცია, რომლის ყოფილი ხელმძღვანელი და შენი უფროსი დღემდე ძებნაშია, შენ კი აღნიშნული იუსტიციის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი, ანუ ჭანჭიკი იყავი. ახლა ხომ გასაგებია რატომ ხარ ულოგიკო ჭანჭიკი. ერთხელ და სამუდამოდ შეეშვი ჰაერზე საუბარს. 


ის რომ შენი დროინდელი იუსტიციის სამინისტრო სადამსჯელო ორგანიზაცია იყო, სასამართლოს გადაწყვეტილებით და ასობით დაზარალებულის ჩვენებით დასტურდება, ხოლო ის რომ ცესკო გაყალბების მანქანაა, მხოლოდ ოპოზიციის ნარატივია, ბუნებაში არ არსებობს ერთი ფაქტიც კი, რომელიც არჩევნების გაყალბებას დაადასტურებს. მთელმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ვერ შეძელით, რომ გაყალბების დამადასტურებელი დოკუმენტი წარგედგინათ“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.






კომენტარები:

ფართი შოპი