"ტოქსიკური საჩუქრები" ბავშვებისათვის - რა საფრთხე იმალება ერთი შეხედვით ლამაზ სათამაშოებში

18 Jul 2021 00:20

ერთი შეხედვით ლამაზი და ყველა ბავშვისთვის სასურველი სათამაშოები, შესაძლოა მავნე ნივთიერებებსაც შეიცავდეს. პატარებისთვის საყვარელმა ნივთებმა შეიძლება მათი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაც გამოიწვიოს, როგორიცაა, ინტოქსიკაცია.


სათამაშოების ხარისხის კონტროლი 1 ივლისიდან დაიწყო. სავალდებულო გახდა გასაყიდი ნივთების დადგენილ სტანდარტთან შესაბამისობა. რეგულირების სააგენტო ამოწმებს ბავშვებისთვის საყვარელი სათამაშოების როგორც ვიზუალურ, ასევე ქიმიურ მახასიათებლებს.

იმის გამო, რომ შემოწმების პროცესი სულ ორი კვირაა რაც დაიწყო, რა ხარვეზები აღმოაჩინა რეგულირების სააგენტომ ჯერ უცნობია, თუმცა, ამ ეტაპზე არც იმის მოლოდინი არსებობს, რომ ბაზარზე მავნე სათამაშოების გაყიდვა მოკლე დროში შეიზღუდება. აქამდე სათამაშოების ხარისხის კონტროლი ქვეყანაში არ ხდებოდა, თუმცა კერძო სააგენტომ "მომხმარებელი.ჯი" 2016 წელს საკუთარი კვლევა ჩაატარა. მონაცემები საგანგაშო იყო - შემოწმებული 44 ნივთიდან 21 ბავშვის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა.



უხარისხო სათამაშოებით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებით ბავშვთა კლინიკებს ხშირად მიმართავენ.


რეგულირების სააგენტომ მუშაობა, ორი კვირაა რაც დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველობა დაადგენს, რომ პროდუქცია საფრთხის შემცველია ბიზნესოპერატორს გაფრთხილება მიეცემა, შეიძლება შეჩერდეს იმპორტირებაც, ხოლო თუ სათამაშო განსაკუთრებით სახიფათოა, მას რეალიზაცია შეუჩერდება.

 

rustavi 2 





კომენტარები:

ფართი შოპი