მამუკა მდინარაძე: ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში ჟურნალისტებზე ვერავინ იძალადოს

18 Jul 2021 13:00

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში ვერც ერთმა ბნელმა ძალამ თუ მოძალადემ ვერ გაიფიქროს, არათუ იმოქმედოს და ჟურნალისტზე ხელი ასწიოს, ჟურნალისტზე იძალადოს, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


„ვერავინ უნდა გაბედოს მედიაზე არათუ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც კი ძალადობა. ეს არ უნდა იყოს არანაირი ფორმით დასაშვები, ამასთან პრეცედენტებიც კი ამის აღარ უნდა გვქონდეს. ამ ძალიან ცუდმა მაგალითმა, ჩვენ ამ პრევენციის გატარების ვალდებულება უნდა გაგვიასმაგოს. ეს ჩვენი პოზიციაა“, - განაცხადა მდინარაძემ.


ამასთან მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ 18 ივლისს პარლამენტში გაიმართება საინტერესო მოსმენა. „წინასწარ ველოდები ძალიან ცუდ და ამორალურ პროვოკაციებს, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც 5 ივლისის მოვლენებს აპროტესტებს არაა გულწრფელი“,- აღნიშნა მდინარაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი