ლევან იოსელიანი - მთავარი კითხვა გომელაურთან არის, რატომ ვერ უზრუნველყო პოლიციამ 5 ივლისს მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების დაცვა

18 Jul 2021 13:19

მთავარი კითხვა გომელაურთან არის 5 ივლისთან მიმართებაში - რატომ ვერ უზრუნველყო პოლიციამ 5 ივლისს მშვიდობიანი მოქალაქეების და ჟურნალისტების დაცვა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.


მისი თქმით, შსს- მ ვერ აღკვეთა თავდასხმები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.


"ეს არ იყო ერთჯერადი აქტი, მხოლოდ დილით, ეს გრძელდებოდა მთელი დღის განმავლობაში. შსს- ს ჰყავს საკმარისად დიდი რაოდენობის თანამშრომლები, საკმარისი აღჭურვილობა და ტექნიკა აქვთ, რომ მოეხდინათ ეფექტური რეაგირება. ეს კითხვები მექნება ძირითადად მის მიმართ", - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში, რიგგარეშე სესიაზე საქართველოს შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.





კომენტარები:

ფართი შოპი