მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლაშა ჭიჭინაძემ მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს და მისი ღირებულება პირველ ეტაპზე 525 000 ლარს შეადგენს.
სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება.