„არ გიფიქრიათ რომ ეს კომენტარები უბრალოდ ცუდად წარმოაჩენს თქვენს ადამიანობას?“

18 Jul 2021 15:32

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით, იმ ადამიანებს მიმართავას, რომლებიც მისი მისამართით ირონიულ კომენტარებს წერენ. სუხიტაშვილი აცხადებს რომ კომენტარის შინაარსი მის ავტორს უფრო აკნინებს ვიდრე მის ადრესატს.


„ხალხო ეს რა ისტერიკაა „დაბერდი“ ხო ადამიანები ბერდებიან და მეც ვბერდები რატო წერთ ამას თავმომწონედ თითქოს რამე შეცდომა დამეშვას ან რამეში მაჯობეთ, თქვენი მიღწევა არაა თუ ვინმეზე გვიან დაიბადეთ ან ვინმეზე გვიან გიჩნდებათ ნაოჭები, ხო შესაძლოა თქვენი აზრით დავბერდი (მე იმაზე ახალგაზრდად ვგრძნობ თავს ვიდრე 10 წლის წინ), მაგრამ ამას ასე ირონიით რატო წერთ? ჩემი დაბერება თქვენი წარმატება რატოა? ბოლო ვიდეოების კომენტარებს გადახედეთ ვისაც არ გინახავთ და ნახავთ ამ თითქმის დამცინავ კომენტარებს.


ყველა უნდა დავბერდეთ და მოვხუცდეთ თორემ 13 წლისა ვკვდებოდი და სულ ახალგაზრდა დავრჩებოდი მათ მეხსიერებაში ვისაც ვემახსოვრებოდი...


„წვერი გაიპარსე“ „რას გავხარ“ არ გიფიქრიათ რომ ეს კომენტარები უბრალოდ ცუდად წარმოაჩენს თქვენს ადამიანობას?“


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი