რა უნდა გავითვალისწინოთ ზაფხულში დასვენების დაგეგმვისას

16 Jul 2021 16:11

მართალია ზაფხულის ნახევარი უვე მიილია, თუმცა წინ ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტოა დარჩენილი, ხოლო იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხელი დღეები სექტემბერშიც არ მოგვაკლდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. თუ ჯერ კიდევ არ დაგიგეგმავთ შვებულების პერიოდი, ახლა საუკეთესო პერიოდია, ვინაიდან უკვე იწყება ე.წ. სეზონი, რომელიც მთელი თვე გასტანს. წელს ამ კუთხით, საკმაოდ მრავალფეროვანი ვარიანტებია არსებული მდგომარეობის გავალისწინებით, ამიტომ სრულებით შესაძლებელია დაგეგმვის გარეშეც მოულოდნელი გადაწყვეტლების მიღების ფონზე საკმაოდ სასიამოვნოდ გაატაროთ დრო. არ აქვს მნიშვნელობა წინასწარ იცით უკვე რას გააკეთებთ თუ იმ წამს ელოდებით, როდესაც გონება გაგინათდებათ, რადგან ყველა შემთხვევაში დაგჭირდებათ საცხოვრებელი, სადაც არამხოლოდ თავს შეაფარებთ, არამედ საკმაოდ კომფორტულიც და თქვენს გემოვნებაზე მორგებულიც იქნება. ბინები დღიურად ყველა დიდ ქალაქსა თუ კურორტზე შეგიძლიათ იპოვოთ, თუმცა სასურველია წინასწარ მაინც იცოდეთ რა ადგილას გსურთ ბინის ქირაობა.


წელს, პანდემიიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ სხვა ქვეყნის მაცხოვრებელი ტურისტები შედარებით ნაკლები რაოდენობით ჩამოვლენ აქ დასასვენებლად, რაც საკმაოდ არასასიამოვნო მდგომარეობაში აყენებს უამრავ ადამიანს, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სხვებს დასვენება ნამდვილად ჭირდებათ. ტრადიციულად, ისევე როგორც წინა წლებში, სავარაუდოა, რომ დამსვენებლების უდიდესი ნაწილი სწორედ ზღვისპირეთს მიაშურებს, ამიტომ რეკომენდირებულია, თუ უკვე იცით ის პერიოდი, როდესაც ესტუმრებით საზღვაო ქალაქებს, წინასწარ დააზუსტოთ სხვადასხვა დეტალები, მოიძიოთ საცხოვრებელი ადგილები, შეუთანხმდეთ მფლობელს და დაჯავშნოთ, რადგან სრულებით შესაძლებელია თავისუფალი ადგილი სასურველ სასტუმროსა თუ საოჯახო სახლში აღარ დაგხვდეთ, როდესაც უშუალოდ ესტუმრებით ზღვისპირეთს.


გაითვალისწინეთ, ასეთ ადგილებში უმეტესადბინები დღიურადქირავდება, ამიტომ ყურადღებით აირჩიეთ ადგილი, სადაც დროებით იცხოვრებთ. ბინის არჩევისას გაითვალისწინეთ უპირველესად მდებარეობა, რადგან ზღვასთან ახლოს მდებარე ბინები შედარებით ძვირი ღირს, კარგი ხედი კი ფასს კიდევ უფრო ზრდის. ამას გარდა, მნიშვნელოვანია როგორ მდგომარეობაშია ბინა, მოვლილი, სუფთა ბინა რა თქმა უნდა ყველგან დაგხვდებათ, თუმცა უკეთსი მდგომარეობა ყოველთვის ნიშნავს დამატებით ღირებულებას. როგორც წესი, უმეტესად ეს ორი ფაქტორი წყვეტს ბინის ღირებულებას, ამიტომ სასურველია წინასწარ დააზუსტოთ რამდენის გადახდისთვის ხართ მზად და ამის შემდეგ ადგილის მიხედვით მოძებნოთ სასურველი მდგომარეობის ბინა.


ზაფხულში შეიძლება ზღვის მაგიერ მთაში გსურდეთ წასვლა, რაც ასევე ძალიან ტრენდულია, შესაბამისად ასეთ შემთხვევაში უპირველესად მნიშვნელოვანია ჯერ მოაგვაროთ ტრანსპორტირების საკითხი, შემდეგ ღამე დასარჩენი ადგილი და ამის შემდეგ სხვა დანარჩენი. მიუხედავად იმისა, რომ წლის ამ დროს ყველაზე მაღალი ტეპერატურაა მოსალოდნელი და კონკრეტულად ეს წელი გამოირჩევა მაღალი სიცხებით მსოფლიოს გარშემო, მთაში ღამე საკმაოდ ცივია, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და მზად იყოთ. ასევე, როგორც კი მზე ამოვა, ჰაერში ტემპერატურა მალევე იმატებს და სიცივე უმალ გადაიქცევა სიცხედ, რისთვისად ასევე მზად უნდა იყოთ.


თუ ჯერ გადაწყვეტილი არ გაქვთ ჯერ სად წახვალთ და ყველა ალტერნატივას განიხილავთ, წელს საკმაოდ დიდი არჩევანია სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების მხრივ. თუ ელექტრონული მუსიკის მსმენელი ხართ და დროში ან ფინანსებში ნაწილობრივვ შეზღუდული ხართ, შესაძლებელია ჯერ არჩევანს ვერც აკეთებდეთ რომელ ფეტივალს დაესწროთ, რადგან ამ ზაფხულში ნამდვლად უამრავი, ერთმანეთზე უკეთესი ალტერნატივის შესაძლებელობა გვაქვს.



კომენტარები:

ფართი შოპი