სწორად მართული ბუღალტერიის მნიშვნელობა კომპანიის წარმატებისთვის

16 Jul 2021 16:12

დღევანდელი რეალობა უამრავ ადამიანსა თუ კომპანიას აძლევს საშუალებას ახალი, ინოვაციური მიდგომები დანერგონ როგორც დღიურ რუტინაში, ასევე საკუთარი წარმატების მისაღწევად. კომპანიების მენეჯერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ბუღალტრული ნაწილის სწორად დალაგებაა, რომელიც განსაკუთრებით სტარტაპებისა და ახალი კომპანიებისთვისაართული გამოწვევა, რადგან შეიძლება ამ სფეროს მიმართ გამოჩენილმა გულგრილობამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს მთლიანად კომპანიას და გავლენა მოახდინოს სამომავლო პროცესებზეც. კომპანიაში მენეჯერებს ბევრი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება უწევთ, ამიტომ აუცილებელია მცირე თუ დიდი ფაქტორების გათვალისწინება, თუმცა უმთავრესი, რომელიც არ უნდა გავეპაროს და მუდმივად ჩვენი ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ფინანსებია.


ბუღალტერიის წარმოებისას უმნიშვნელოვანესია ბუღალტრული მომსახურება ჩაიბაროს პროფესიონალმა, თავისი საქმის კარგად მცოდნე და გამოცდილმა ადამიანმა, ან ადამიანების ჯგუფმა, რომლებიც ამ მიმართულებას გაუძღვებიან და კომპანიის მენეჯერებს საშუალებას მისცემენ არამხოლოდ მშვიდად განაგრძონ საუთარი საქმის კეთება, ასევე გაზრდიან გადაწყვეტილების მიღების ეფექტურობას, რადგან აუცილებელია დროის ნებისმიერ მონაკვეთში შესაბამისი წვდომა გვქონდეს ფინანსურ დეტალებთან. ასევე, მნიშვნელოვანია მენეჯერების მხრიდან ამ სფეროსადმი ჯანსაღი დამოკიდებულება, რაც განაპირობებს მათ ჩართულობას სხვადასხვა პროცესებში, რათა კონკრეტულად იქნეს განსაზღვრული რომელი მიმართულებაა პრიორიტეტული და რამდენად სწორადაა ფინანსები გადანაწილებული.


ბოლო წლებში უმარავი კომპანიისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა ბუღალტერიის აუთსორსზე გატანა და ფინანსების პარტნიორ კომპანიასთან ერთად წარმოება. თანამშრომლობის ასეთ მოდელს უამრავი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის უპირველესი კი კომპეტენტური ადამიანების დახმარება და სანდოობაა, ვინაიდან ბუღალტრული კომპანიის მთავარი მოტივაცია საკუთარ წარმატებაზე ზრუნვაა, რის გამოც მაქსიმალურად ეცდებიან შესაბამისი სერვისი მიაწოდონ დამკვეთ ორგანიზაციებს, რაც თავის მხრივ გაზრდის მათ ცნობადობას.


ბუღალტრულ კომპანიასთან თანამშრომლობის მექანიკა მარტივია და ეფექტური - მართალია უშუალოდ ფინანსებს ჩაიბარებს ერთი ადამიანი, თუმცა პროცესში ჩართული იქნება მთელი გუნდი, რადგან პრიორიტეტია კონკრეტული მიზნის მიღწევაში თქვენი დახმარება, რომელიც ცდება კლასიკური ტიპის თანამშრომლობას და უფრო თანამედროვე, მეგობრულ სტილს იძენს, რომლის დროსაც კომპანიის წარმომადგენლები ფინანსური რჩევებითაც მუდმივად მოგამარაგებენ, გასწავლიან როგორ დაგეგმოთ უფრო ეფექტურად ფინანსური სტრატეგია და როგორ შეამციროთ ხარჯი.


ბუღალტრული მომსახურება საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე და დიდი ვალდებულებაცაა, ამიტომ ბუღალტერიის ინსორს წარმოების დროს მენეჯერმა ყურადღება მუდმივად უნდა მიაქციოს იმას, რომ ყველა პროცესი იყოს მოქცეული კანონიერ ჩარჩოში, რაც სანდო ბუღალტრულ კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში ბევრად უფრო ნაკლებ მოსალოდნელია, დაქირავებულ კომპანიას არ უღირს ისეთ რისკზე წასვლა, რაც მომავალში მის იმიჯს შელახავს.


ბუღალტერიის კომპანიის გარეთ გატანა სულაც არ ნიშნავს მართვის სადავეების სხვებისთვის გადაცემას, რადგან ფაქტობრივად მუდამ საქმის კურსში იქნებით მიმდინარე მოვლენების შესახებ. ეტაპობრივი რეპორტის სახით შესაბამისი ინფორმაცია მუდმივად ხელმისაწვდომი და გასაგები იქნება, რაც კიდევ უფრო მეტად გაგიმარტივებთ გადაწყვეტილების მიღებასა და შემდეგი ნაბიჯების უფრო ეფექტურად დაგეგმვას. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ბუღალტრული კომპანია დროის ნებისმიერ მონაკვეთში ხაზზე იქნება და ყოველთვის შეძლებს თქვენს კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემასა და დამატებით რჩევების მოცემაც არ დაენანება.



კომენტარები:

ფართი შოპი