გიორგი ვაშაძე - ვახტანგ გომელაური დღეს გაიპარა - თურმე ჟურნალისტების პროტესტი უხერხულობას უქმნის, როცა უხერხულობას არ უქმნიდა ჟურნალისტებზე ძალადობა

18 Jul 2021 18:01

სამწუხაროა, დღეს ის გაიპარა, დღეს ის გაექცა შეკითხვებს - ჟურნალისტების პროტესტი, თურმე მას უხერხულობას უქმნის, როდესაც უხერხულობას არ უქმნიდა ჟურნალისტებზე ძალადობა, - ამის შესახებ ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რიგგარეშე სხდომის დახურვის შემდეგ განაცხადა.


მისივე თქმით, ერთიანი ძალისხმევით, „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ფარდა მალე აეხდება.


„ქართული ოცნება“ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქრისტიანული ძალა, რომელიც ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, რომელიც ახალისებს და გეგმავს ძალადობას. ბატონმა გომელაურმა დამალა მთელი პოლიცია, როდესაც ძალადობდნენ ჟურნალისტებზე, მაგრამ ახალა დღეს, როდესაც ის მოდიოდა პარლამენტში, ეტყობა ძალიან ეშინოდა და სამართალდამცველების უზარმაზარი კორდონები დაგვარტყა ამ შენობას გარშემო. მაშინ არ ეცალა, რომ ჟურნალისტები დაეცვა და დღეს პოლიციას ეცალა იმისთვის, რომ ერთი შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, რომელიც პარლამენტში მოდიოდა, დაცვის დიდი ალაყაფი შემოერტყა პარლამენტისთვის და რაც ყველაზე სამწუხაროა, დღეს ის გაიპარა, დღეს ის გაექცა შეკითხვებს და ჟურნალისტების პროტესტი თურმე მას უხერხულობას უქმნის, როდესაც უხერხულობას არ უქმნიდა ჟურნალისტებზე ძალადობა. ჩვენ, ფრაქციამ 5 ივლისამდე დავიბარეთ ეს ადამიანი და არ მოვიდა იმიტომ, რომ იცოდა, ჩაუვარდებოდა ის დაგეგმილი ძალადობა, რომლის მომსწრენიც ყველანი გავხდით. ამიტომ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად ავხდით ფარდას „ქართული ოცნების“ მოძალადე, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს“, - განაცხადა ვაშაძემ.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღევანდელი რიგგარეშე პლენარული სხდომა დაიხურა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა დღეს აღარ გაიმართება.




კომენტარები:

ფართი შოპი