შოკისმომგვრელი ფოტოები ქობულეთის სანაპიროდან

18 Jul 2021 20:13

შავი ზღვის სანაპიროზე ტურისტული სეზონი გახსნილია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონის გამო პანდემიის პრევენციის დაწესებული რეგულაციები საგრძნობლად შეამსუბუქეს ადამიანებს რომლებიც ზღვაზე ისვენებენ ახალი თავსატეხი გაუჩნდათ. 


სანაპირო ფაქტობრივად ნაგვითაა სავსე. დაბინძურებული ზღვა და პლაჟი კი დამსვენებელს არა მხოლოდ ესთეტიკურ დისკომფორტს უქმნის, არამედ მათ ჯანმრთელობასაც საფრთხის ქვეშ აყენებს, ვინაიდან ნარჩენები ბაქტერიების კერაა და ის სხვადასხვა დაავადების გამომწვევია.


ამჯერად ქობულეთის დაბინძურებული სანაპიროს ფოტოებს ჟურნალისტი გიორგი საკარული აქვეყნებს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებს.


„ქობულეთის სანაპირო! ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქობულეთის მერია / Kobuleti City Hall ამოწყდიით??


პატრონი ჰყავს ამ ქალაქს? მიხედეთ სანაპიროს, ქარი, წვიმა და მსგავსი არაფერი მოიმიზეზოთ!


დავუშვათ რომ დამსვენებლის უმეტესი ნაწილი ღორია, მაგრამ თქვენ მოკვდით? რაში იღებთ ხელფასს? გაასუფთავეთ, მიაქციეთ ყურადღება. ნაყიდი კოვიდპასპორტიანი ტურისტები რომ შემოყარეთ და პრეტენზია გაქვთ ტურისტულ სეზონზე, არ გრცხვენიათ? არ გიტყდებათ? მაგრამ სირცხვილის გრძნობა რომ გაგაჩნდეთ, ყველასთვის კარგი იქნებოდა!
ადგილობრივებმა ჩამიყარეს ფოტო-ვიდეო მასალა!“, - წერს გიორგი საკარული



digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი