"კარგად დავფიქრდეთ, ესენი გვართმევენ ქართველობას და რუსები გვინარჩუნებენ?..." - რას წერს გიორგი უშიკიშვილი ამერიკასა და ევროკავშირზე

18 Jul 2021 21:30

მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ამე­რი­კის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­წე­ულ სი­კე­თე­ებ­ზე წერს:

"მხო­ლოდ მცი­რე­დი ფაქ­ტე­ბი: (არ შე­ვე­ხე­ბი ეკო­ნო­მი­კას, თავ­დაც­ვას და სხვა დახ­მა­რე­ბებს)


1. ვისი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში უნი­კა­ლუ­რი ხელ­ნა­წე­რე­ბის (მათ შო­რის გა­ლო­ბის), სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი ხალ­ხუ­რი მუ­სი­კის ნი­მუ­შე­ბის გა­ციფ­რე­ბი­სა და გა­დარ­ჩე­ნის საქ­მე? - ამე­რი­კა, ევ­რო­კავ­ში­რი.


2. ვისი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის (გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის) რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია? - ამე­რი­კა, ევ­რო­კავ­ში­რი.


3. ვისი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია მუ­ზე­უ­მე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია? (ნა­წი­ლის) - ამე­რი­კა, ევ­რო­კავ­ში­რი.


4. სად უყ­ვართ ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩვე­ნი ხალ­ხუ­რი მუ­სი­კა და ცეკ­ვა? სად და­დის ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის 99% სა­მოგ­ზა­უ­როდ? - ამე­რი­კა, ევ­რო­კავ­ში­რი.


5. რო­მელ ქვეყ­ნებ­შია ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის ან­სამ­ბლე­ბი, სა­დაც მხო­ლოდ უცხო­ე­ლე­ბი მღე­რი­ან? - ევ­რო­პა, ამე­რი­კა.


6. რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლას? - ამე­რი­კა, ევ­რო­პა.


7. რო­მე­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჩა­მო­დი­ან საქრთვე­ლო­ში ქარ­თუ­ლი ენი­სა და სიმ­ღე­რის შე­სას­წავ­ლად? - ამე­რი­კა, ევ­რო­პა.


8. ვისი ჩა­წე­რი­ლია მე- 20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბი, რი­თიც დღეს ვა­მა­ყობთ, ვმღე­რით და თავი მოგ­ვწონს? - ევ­რო­პა.


ეს უცებ, რაც გა­მახ­სენ­და და ყვე­ლა­ფე­რი ფაქ­ტე­ბით არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი. აბა კარ­გად დავ­ფიქ­რდეთ ესე­ნი გვარ­თმე­ვენ ქარ­თვე­ლო­ბას და რუ­სე­ბი გვი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ? ამას ბევ­რი ფიქ­რი უნდა? იმე­დია, არა!" - წერს უში­კიშ­ვი­ლი.






კომენტარები:

ფართი შოპი