„როდესაც დედა ხდები, აღზრდასთან დაკავშირებით უნდა კითხულობდე ფსიქოლოგიურ წიგნებს“

18 Jul 2021 23:38

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ბავშვთან ურთიერთობის დროს მშობლის სწორი მიდგომების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოძღვარმა აღნიშნა, რომ ბავშვი მშობლისგან ინფორმაციას მარტივად ისრუტავს მაშინაც კი როდესაც უფროსები ფიქრობენ რომ პატარა მათ ყურადღებას არ აქცევს:


„დააკვირდით ბავშვებს, როდესაც სტუმარი მოგივათ სახლში შვილებთან ერთად. ბავშვები ცალკე თამაშობენ, მშობლები აქეთ სხედან და რაღაც თემებს არჩევენ. შემდეგ ბავშვი გეკითხება, ამაზე რატომ ლაპარაკობდი იქ?! შენ გგონია, რომ ბავშვები იქით თამაშობენ, თქვენ ყურადღებას არ გაქცევენ. ამ დროს მათი ყურადღება თქვენკენ იყო მომართული, რომ თქვენი საუბარი დაემახსოვრებინა ბავშვს. ძალიან ისრუტავს ბავშვი ამას. თამაშით ამ ყველაფერს კიდევ უფრო მარტივად აკეთებს.“


მამა შალვა კეკელიას თქმით, ბავშვი ყველაზე თავისუფალია და მას ვერ შევზღუდავთ:

„ბავშვი ყველაზე თავისუფალია, ის შეზღუდული არ არის. ბავშვს ვერაფრით ვერ შეზღუდავ. 

ადამიანების, რომლებიც უკვე დიდები ვართ, შეზღუდვა კიდევ შეიძლება. ჩვენ საკუთარი თავი მონობას მივაჩვიეთ. ძალიან ბევრი რამ გვზღუდავს: შეხედულებები, აზრები, ფიქრები. უამრავი რამ ზღუდავს ჩვენს გარეგნულ საქციელს. 

რაც გვინდა რომ ვაკეთოთ, ზოგჯერ ვერ ვაკეთებთ, იმიტომ, რომ რაღაც-რაღაცებით შეზღუდულები ვართ. ბავშვებს შეზღუდვა არ აქვთ. ბავშვს შეუძლია გაშიშვლდეს კიდეც და ისე გაიაროს, იმიტომ, რომ მას სრული შინაგანი თავისუფლება აქვს. ბავშვს არ აინტერესებს რას ფიქრობ მასზე. ის აკეთებს იმას, რაც უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ეს თავისუფლება არ შეეზღუდოს. თან ამ არშეზღუდვაში ნელ-ნელა ასწავლო მას საკუთარი თავის ფლობაც. სადღაც რაღაცაზე უარის თქმაც უნდა ასწავლო მას. როდესაც ხდები დედა, აღზრდასთან დაკავშირებით უნდა კითხულობდე ფსიქოლოგიურ წიგნებს. უამრავი ლიტერატურა არსებობს თუნდაც ქრისტიანული, სადაც ბავშვების აღზრდაზეა საუბარი. იოანე ოქროპირის წიგნი „ბავშვთა აღზრდის შესახებ.“ ეს საოცარი სწავლებაა,“ - აღნიშნულ დეკანოზმა შალვა კეკელიამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“.




კომენტარები:

ფართი შოპი