ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში ხშირად წერს თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდების შესახებ. ამჯერად წლების წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ კონტრაცეპტივის რეკლამისთვის დაიწუნეს,
მიზეზი კი მხოლოდ თმის სიგრძე აღმოჩნდა.
"ეს სარეკლამო ფოტოა … ბოლო წამს მოკლე თმისთვის დამიწუნეს მე, რომელსაც მთელი ცხოვრებაა მოკლე თმა მაქვს. ეს არის პარიკი. ამ ფოტოთი კონტრაცეპტივების რეკლამას ვაკეთებ", - წერს ნანიკო ხაზარაძე.
საბოლოოდ, ნანიკო რეკლამაში მაინც გადაიღეს, თუმცა მხოლოდ პარიკით
"რეპროდუქციული ჯანმრთელობის კაბინეტის სამაგიდო ბუკლეტი იყო ეს. მახსოვს და მქონდა შენი ფოტოს გამო“, - უწერენ ტელეწამყვანს კომენტარებში.