„მარსზე შესაძლოა ტაძარი აშენდეს“ - მეუფე ნიკოლოზი

19 Jul 2021 01:13

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ნოე სულაბერიძის გადაცემაში „ნოესთან“ თავისი თავის შესახებ აქამდე უცნობ ამბებს ჰყვება.

მეუფე ჰყვება თუ როგორ და რა დროს აღმოაჩინა ღმერთი და მადლოერია იმისტის რომ ყოველთვის საჭირო ადგილზე ხვდებოდა.


„მოგეხსენებათ მე ვარ ფიზიკოსი, ვსწავლობდი კომაროვის სკოლაში და როგორი წარმოუდგენელიც უნდა იყოს, სკოლაში, სწორედ იმ დროს აღმოვაჩინე ღმერთი როდესაც კომუნისტებმა ათეისტური სწავლება დაიწყეს. ერთ დღესაც შემოვიდა მასწავლებელი და თქვა, რომ ჩვენ როცა დავიხოცებით ჩვენგან არაფერი აღარ დარჩება, სწორედ ეს იყო იმის საფუძველი რომ მე ვიპოვე ღმერთი. მთელმა ჯგუფმა გავაპროტესტეთ და მოგვიწია იმის დამტკიცება რასაც ჩვენ ვფიქრობდით“, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.


გადაცემის წამყვანის კითხვას - როგორც ფიზიკოსს გეკითხებით შესაძლებელია თუ არა მარსზე აშენდეს ტაძარი? - სასულიერო პირი პასუხობს: ალბათ პირველი ვიქნები ვინც იქ ფეხს დაადგამს, თუ ისე განვითარდება ყველაფერი რომ ადამიანები გადავლენ მარსზე საცხოვრებლად ბუნებრივია იქ აშენდება ტაძარი. ზოგადად ქრისტიანობა ასე ვრცელდებოდა. ჯერ მიდიოდა ადამიანი სადმე და მერე აშენებდნენ ტაძარს.




კომენტარები:

ფართი შოპი