მერაბ მეტრეველი: ახლა რევოლუციაზე საუბარი ყველაზე მეტად ხელისუფლებას აწყობს

03 Jun 2018 15:49

"ქვეყანაში დღეს რევოლუცია რომ ვერ მოხდება და ნაცებს და მათ სატელიტებს არც ხალხი გაყვება და არც დანარჩენი ოპოზცია, ეს ცხადზე ცხადია და ლაპარაკადაც არ ღირს. ერთადერთი რეალური შედეგი, რაც ამ ეტაპზე ქვეყანამ შეიძლება არსებული საპროტესტო მუხტისგსნ მიიღოს, არის ახალი, რეალურად დამოუკიდებელი პროკურორი, რომელიც ხორავას ქუჩის საქმესაც გამოიძიებს და სისტემასაც დაანგრევს. რეალურად დამოუკიდებელი პროკურორი იქნება უდიდესი წინ გადაგმული ნაბიჯი, ისეთი რამ, რაც ჯერ ჩვენს ქვეყანაში არ მომხდარა. დღეს ეს ყველაზე რეალურია, რადგან არსებობს პრემირერის სიტყვა, რომელსაც შეიძლება ზოგადად ვიღაცის თვალში დიდი ფასი არ აქვს, მაგრამ ამაზე ჩაჭიდება და ხელზე დახვევა შეიძლება. განა, იმის ილუზია მაქვს, რომ ხელისუფკება ჩვენს მოტყუებას არ ეცდება? ეცდება, და სოწორედ ამიტომ რეალური შედეგის მისაღწევად საჭიროა ყველას ამ საკითხზე კონცენტრირება, დიდი ზეწოლა ამ მიმართულებით და არა აქცენტის სხვა რამეზე, ხელისუფლების შწცვლის არარელაურ გეგემაზე  გადატანა, რასაც ნაცები აკეთებენ. ახლა რევოლუციაზე საუბარი ყველაზე მეტად ხელისუფლებას აწყობს, რომ დამოუკიდებელი პროკურორის დანიშვნაზე გაცემული დაპირება ჩაფარცხოს."


კომენტარები:

ფართი შოპი