გიორგი ვაშაძე - შარლ მიშელმა თქვა, რომ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან და გაცილებით მკაცრი იქნება მისი საუბარი დახურულ კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ

19 Jul 2021 14:17

ვისაუბრეთ 5 ივლისის ძალადობის ფაქტებზე. კონკრეტულად ვუთხარით ფაქტები, რომ პოლიციამ არა თუ ვერ, არამედ არ დაიცავა ჟურნალისტები , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბათუმში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან და როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გაცილებით მკაცრი იქნება მისი საუბარი დახურულ კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ.


„ვერ დავუახლოვდებით ევროკავშირს თუ საქართველოში გაგრძელდა პროცესი ისე, როგორც დღეს ვითარდება. ფაქტობრივად, საჯარო გამოსვლებში „ოცნების“ ლიდერები ანტიდასავლური პროპაგანდის თანამონაწილეები არიან. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი. მიშელის დოკუმენტის შესრულება არ უნდა „ოცნებას“, მაგრამ დღეს მივიღეთ გარანტია, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ევროკაშვირის მხრიდან. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ 5 ივლისის ძალადობის ფაქტებზე. კონკრეტულად ვუთხარით ფაქტები, რომ პოლიციამ არა თუ ვერ, არამედ არ დაიცვა ჟურნალისტები. ამიტომ ყველა ეს კომპონენტი ჯამურად აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და დავაბრუნოთ საქართველო ევროპული განვითარების გზაზე. არ უნდა მივცეთ „ოცნებას“ შესაძლებლობა, რომ გადაუხვიოს ევროკაშვირისკენ ინტეგრაციის პროცესს. მიშელმა თქვა, რომ ამ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან და გაცილებით მკაცრი იქნება მისი საუბარი დახურულ კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ“ , - განაცახა ვაშაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი