ირაკლი ღარიბაშვილი - მაღალი დონის შეხვედრების მზარდი დინამიკა მიუთითებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების ინტენსიურობაზე და იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს ანიჭებს

19 Jul 2021 15:34

მაღალი დონის შეხვედრების მზარდი დინამიკა მიუთითებს ჩვენი ურთიერთობების ინტენსიურობაზე და იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს ანიჭებს, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს,  შეხვედრაზე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი, შავ ზღვაზე ურთიერთკავშირების გაფართოება და საქართველოს, როგორც ევროკავშირის ერთგული მოკავშირის, როლი რეგიონში.

 

 

„მქონდა ძალიან პოზიტიური საუბარი შარლ მიშელთან. მაღალი დონის შეხვედრების მზარდი დინამიკა მიუთითებს ჩვენი ურთიერთობების ინტენსიურობაზე და იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს ანიჭებს. განვიხილეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი, შავ ზღვაზე ურთიერთკავშირების გაფართოება და საქართველოს, როგორც ევროკავშირის ერთგული მოკავშირის, როლი რეგიონში“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.





კომენტარები:

ფართი შოპი