"სანაპიროზე ხალხი ერთმანეთს აზის თავზე" - რა ხდება ბათუმის პლაჟზე? (იხილეთ ფოტოები)

19 Jul 2021 16:14

ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბა კვლავ რთუ­ლია, რის მთა­ვარ მი­ზე­ზად ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი შე­ზღუ­დე­ვის მოხ­სნას ასა­ხე­ლე­ბენ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თუ ქვეყ­ნის სტუმ­რე­ბის ნა­წი­ლი არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა­საც აღარ ცდი­ლობს. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა ზღვის­პი­რა რე­გი­ო­ნებ­ში.


"ურე­კი­დან წა­ვე­დი ბა­თუმ­ში სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით, სავ­სე იყო, თუმ­ცა, მე და ჩემი შვი­ლე­ბის გარ­და, პირ­ბა­დე არა­ვის ეკე­თა, რის გა­მოც მძღოლს მი­ვე­ცი შე­ნიშ­ვნა, მაგ­რამ ეს ყუ­რად არც მან და არც სხვა მგზავ­რებ­მა იღეს", - უამ­ბო ambebi-ge - ის ერთ-ერ­თმა დამ­სვე­ნე­ბელ­მა.


ერთ-ერ­თმა ტუ­რის­ტმა კი ბა­თუ­მის პლაჟ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა.


"რო­მელ დის­ტან­ცი­ა­ზეა ლა­პა­რა­კი, სა­ნა­პი­რო­ზე ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს აზის თავ­ზე, თქვენ ის უნდა ნა­ხოთ, სა­ღა­მო­ო­ბით ბულ­ვარ­ში რა ხდე­ბა, ყველ­გან იმ­დე­ნი ხალ­ხია, გა­და­ად­გი­ლე­ბა ჭირს, რა თქმა უნდა, პირ­ბა­დე არა­ვის აქვს", - აცხა­დებს ის.


გთა­ვა­ზობთ ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს:






კომენტარები:

ფართი შოპი