საზამთროსა და კეფირის ორგანიზმის გამწმენდი და წონაში დასაკლები 3-დღიანი დიეტა

19 Jul 2021 16:36

საზამთროს და კეფირის დიეტა, საკმაოდ მკაცრია, სამ დღეს გრძელდება და მინიმუმ 2 კილოგრამს იკლებთ. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ შეინიშნება, შესაძლოა 5 დღესაც გაგრძელდეს. ასეთი რაციონის დღიური კალორიულობა, დაახლოებით 1330 კალორიას შეადგენს.


დიეტის დროს, სხეულის მასის ყოველ 10 კილოგრამზე, ერთი კილოგრამი საზამთრო უნდა მიირთვათ. არავითარ შემთხვევაში, სხვა პროდუქტები. საკვების მიღების საათებს რაც შეეხება, 1 ჭიქა კეფირი დილით და საღამოს, ძილის წინ, 1 საათით ადრე უნდა მიირთვათ, საზამთრო კი, დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ. არ იზღუდება სასმელი წყლის მიღება, სამაგიეროდ მკაცრად არის აკრძალული ალკოჰოლის, გაზიანი და კოფეინის შემცველი სასმელები.


საზამთრო მდიდარია უჯრედისით, რომელიც დანაყრების შეგრძნებას საკმაოდ კარგად ავითარებს და ადამიანს შიმშილის გრძნობა დიდი ხნის განმავლობაში არ აწუხებს. საზამთროს კარგად გამოხატული შარდმდენი ეფექტი აქვს, შესაბამისად, წონის დაკლება, ძირითადად, სწორედ სითხის გამოძევების საფუძველზე ხდება. სულ რაღაც 3-5 დღეში, მუცლისა და ბარძაყების გარშემოწერილობა, საგრძნობლად მცირდება. დიეტის კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ მას ერთგვარად გამწმენდი ფუნქციაც აქვს – ორგანიზმიდან წიდები და ტოქსინები გამოაქვს.


საზამთროს და კეფირის დიეტას უკუჩვენება აქვს მათთვის, ვისაც საშარდე სისტემის ესა თუ ის პათოლოგია აწუხებს, მაგალითად: პიელონეფრიტი, ცისტიტი, განსაკუთრებით კი, გამწვავების სტადიაში, შარდ-კენჭოვანი დაავადება და სხვა. თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ორგანიზმის გაწმენდა და ზედმეტი წონის დაკლება გსურთ უმოკლეს დროში, მაშინ ეს დიეტა შეგიძლიათ თამამად სცადოთ.


თბილისელები




კომენტარები:

ფართი შოპი