„ქვეყანა მაღაზია არაა, რომ დაკეტოთ და გააღო!“ – გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, საქართველო კვლავ ჩაიკეტება

19 Jul 2021 18:08

გიორგი ფხაკაძის ცნობით, ჯანდაცვის სისტემა სრულად მოუმზადებელია და მალე, საქართველოში ისევ ლოკდაუნი გამოცხადდება. 


„დელტა ვირუსი არის საქართველოში. საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს ერთი ერთში. გავიკეთოთ პირბადე და ქვეყანა არ ჩავაკეტვინოთ. ნუ ვათქმევინებთ მთავრობას, რომ პირბადის მოხმარება დაბალია, პირბადეს არ იყენებენ და იძულებული ვართ ქვეყანა ჩავკეტოთო“,- ამბობს ფხაკაძე.


ფხაკაძე ყველა კერძო კომპანიას მოუწოდებს დასწიონ ფასები პირბადეებზე.


digest.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი