როგორ გადავიტანოთ სიცხე

19 Jul 2021 18:44

ცხელ ამინდში კარგად განიავებულ შენობაში სჯობს რომ ვიმყოფებოდეთ და დავლიოთ სუფთა წყალი ან თბილი მწვანე ჩაი, რომელიც ცივი სასმელებისაგან განსხვავებით სწრაფად იწოვება და კლავს წყურვილის გრძნობას.

მათ, ვისაც განსაკუთრებით უჭირს სიცხესთან გამკლავება, სჯობს მაქსიმალურად შეიკავონ თავი გარეთ გასვლისაგან და განსაკუთრებით უნდა მოერიდონ მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას, ატარონ მსუბუქი თავსაბურავი. დღის განმავლობაში სასარგებლოა გრილი შხაპის მიღება.

სიცხეში მიღებული სითხის ოდენობა 1.5-2-ჯერ მეტი უნდა იყოს ჩვეულებრივთან შედარებით. სიცხეში ძლიერდება სითხის კანიდან აორთქლება, რის გამოც წყალს ვკარგავთ. აუცილებელია წყლის ბალანსის ანაზღაურება. სასურველია დავლიოთ ოთახისტემპერატურის ან გრილი წყალი და არა ყინულიანი.

უარი უნდა ვთქვათ ტკბილ გაზიან სასმელებზე. თავი შევიკავოთ ლუდისა და სხვა ალკოჰოლური სასმელებისაგან. ისინი უფრო მეტად არღვევენ წყალ-მარილოვან ბალანსს შარდმდენი ეფექტის ხარჯზე და უარყოფითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე.

მაღალი ტემპერატურის დროს უნდა ვატაროთ ღია ფერის მსუბუქი ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი.


მკურნალი




კომენტარები:

ფართი შოპი