ელისო ბოლქვაძე ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მონაწილეობდა

19 Jul 2021 19:23

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ მონაწილეობა მიიღო ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“, რომელიც  წელს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა.

 

„კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაღრმავება გახლდათ. ფორუმზე განვიხილეთ ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები“,- განაცხადა  ელისო ბოლქვაძემ.

 

კონფერენციაში  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მონაწილეობდნენ. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის სხვა  წევრები.

 




კომენტარები:

ფართი შოპი