კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ მონაწილეობა მიიღო ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“, რომელიც წელს ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა.
„კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის თანამშრომლობის გაღრმავება გახლდათ. ფორუმზე განვიხილეთ ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები“,- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
კონფერენციაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მონაწილეობდნენ. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის სხვა წევრები.