"ვისურვებდი, რომ ჩემი ქალი კოლეგები არ ერთვებოდნენ ამ დესტრუქციულ პროცესში" - რას წერს პარლამენტარი ნინო წილოსანი

19 Jul 2021 19:54

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი ნინო წი­ლო­სა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" 18 ივ­ლისს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:


"ის, რაც პარ­ლა­მენ­ტში ბოლო პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა და ზო­გა­დად არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ზე ცუდი მა­გა­ლი­თია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ინ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც კა­ნო­ნებს და მათ შო­რის ან­ტი­ძა­ლა­დობ­რივ რე­გუ­ლა­ცი­ებს აწე­სებს, დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით თა­ვად ხდე­ბა ხოლ­მე ამ­გვა­რი ქმე­დე­ბის ად­გი­ლი.


პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ად­გი­ლის, გუ­შინ კი ტრი­ბუ­ნის ბლო­კი­რე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვად აღიქ­მე­ბა ძა­ლა­დობ­რივ აქ­ტად, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში გუ­ლის­ხმობს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მიზ­ნის ას­რუ­ლე­ბის მცდე­ლო­ბას, ეს არის პრო­ვო­კა­ცია და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის წარ­მო­შო­ბის­თვის.პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, მათ შო­რის ქა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ძა­ლი­ან მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლია. თუმ­ცა, სწო­რედ ეს არის პრო­ვო­კა­ტორ­თა ამო­ცა­ნა.პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის ქცე­ვის კო­დექ­სი ჩვე­ნი გუნ­დის მიერ და­ნერ­გი­ლი ინ­სტრუ­მენ­ტია, თუმ­ცა არც ამ პრინ­ციპს, არც რეგ­ლა­მენ­ტის, არც კა­ნო­ნე­ბის დათ­ქმებს, არ იცა­ვენ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი კო­ლე­გე­ბი და გა­ნუ­წყვეტ­ლივ უქ­მნი­ან საფრ­თხეს ქვეყ­ნის ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის რე­პუ­ტა­ცი­ას და სტა­ბი­ლუ­რო­ბას.


ვი­სურ­ვებ­დი, რომ ჩემი ქალი კო­ლე­გე­ბი არ ერ­თვე­ბოდ­ნენ ამ დესტრუქ­ცი­ულ პრო­ცეს­ში. ასე­ვე, ვი­სურ­ვებ­დი, რომ დე­პუ­ტა­ტე­ბის ფი­ზი­კუ­რი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რებთ კი ქა­ლე­ბის, იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. რად­გან ქა­ლე­ბი ისე­დაც დიდი ბა­რი­ე­რე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან პო­ლი­ტი­კა­ში თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად. იმე­დი მაქვს, რომ ცი­ვი­ლუ­რო­ბის იმ დო­ნემ­დეც მივა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ მო­უ­წევს ამ უმ­სგავ­სო­ბე­ბის ყუ­რე­ბა".





კომენტარები:

ფართი შოპი