პარლამენტში განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პრობლემებზე ზეპირი მოსმენა გაიმართა

19 Jul 2021 21:30

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობას აგრძელებს.


დღეს, თემატური მოკვლევის  სამუშაო ჯგუფი 31 მაისი -11 ივნისის პერიოდში დაინტერესებული მხარეებიდან  შემოსულ მოსაზრებებს გაეცნო.


მოსაზრებების განხილვის შემდეგ შეირჩა შესაბამისი სპეციალისტები, ექსპერტები და ის ადმინისტრაციული ორგანოები, რომელთა წარმომადგენელებიც მოწვეულნი იქნებიან ზეპირ მოსმენაზე.


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის და თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ენერგეტიკული სექტორის მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკის განვითარება.


„ენერგოდამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ძირითადი მდგენელია, ამიტომ მნიშვნელოვანია გამოკვლეული იყოს განახლებადი ენერგეტიკის მიმართულებით  არსებული გამოწვევები. ამის შემდეგ, თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი მოამზადებს დასკვნას, რომლის საფუძველზეც კომიტეტი  უკვე შეიმუშავებს რეკომენდაციებს კონკრეტული უწყებებისთვის“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


მოკვლევაში მონაწილე პირებს წარმოდგენილი ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის: განახლებადი ენერგეტიკის განვითარებისთვის ხელშემშლელ ფაქტორებზე და საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის წარმოების მხარდაჭერის არსებულ სქემებზე. 


თემატური მოკვლევა ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით და ვესმინსტერის დემოკრატიული ფონდთან (WFD) თანამშრომლობით.





კომენტარები:

ფართი შოპი