სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს შეხვდა

19 Jul 2021 21:47

რეგიონებში მისი გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძემ სახელმწიფო რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.


მხარეებმა ისაუბრეს ყველა იმ გამოწვევაზე, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე დგას და რომელთა გადაჭრის გზებიც, ერთობლივი ძალისხმევით უნდა შემუშავდეს.


კობა კობალაძემ, სახელმწიფო რწმუნებულს გააცნო ყველა ის პროგრამა, რომლებსაც სამსახური, ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით, მთავრობასთან და შესაბამის უწყებებთან ერთად ახორციელებს და რომელთა გაზრდისთვის, ყველა დონეზე, ნაყოფიერი მუშაობა მიმდინარეობს.


ბესიკ ამირანაშვილმა, ყველა ის პროექტები გააცნო , რომლებსაც რეგიონში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, ვეტერანთა მხარდასაჭერად ახორციელებენ და უფრო მეტი თანადგომა აღუთქვა; კობა კობალაძემ ბესიკ ამირანაშვილს ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამშობლოს ერთიანობისთვის მებრძოლთა წინაშე არსებული გამოწვევების უფრო ეფექტურად დასაძლევად, პროექტებს, ერთიანი ძალისხმევით შეიმუშავებენ და ურთიერთთანამშრომლობას უფრო მეტად გააღრმავებენ.


შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩევლები, ვლადიმერ იმნაძე და დავით თევზაძე.


სამსახურის დირექტორის გეგმიური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მიზნად ისახავს, სამსახურის ბენეფიციართა სოციალურ- ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა უწყებების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.


#ვეტერანები????????

#მუდამთქვენსსამსახურში





კომენტარები:

ფართი შოპი