"აქ სრული განუკითხაობაა, სურსათის მაღაზიებშიც არავის უკეთია პირბადე, მათ შორის გამყიდველებსაც!" - რას წერს ბათუმში მყოფი ეკო ფანგანი?

19 Jul 2021 22:17

რა ხდე­ბა ბა­თუმ­ში? - ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­გან არა­ერ­თი სტა­ტუ­სი იწე­რე­ბა. შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ტუ­რის­ტე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლი პან­დე­მი­ის დროს და­წე­სე­ბულ ნორ­მებს არ იცა­ვენ.


დღეს Ambebi.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი, სა­დაც ჩანს პლი­აჟ­ზე ხალ­ხი, რო­გო­რი მჭიდ­როდ არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლე­ბი. ამ დროს ყო­ველ­დღე იზ­რდე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა სტა­ტის­ტი­კა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი მოგ­ვი­წო­დე­ბენ წე­სებს და­ვე­მორ­ჩი­ლოთ, რომ მე­ო­თხე ტალ­ღა­ში შევ­დი­ვართ, ხდე­ბა ბავ­შვთა სა­წოლ­ფონ­დის მო­ბი­ლი­ზე­ბა, თუმ­ცა, ამ დროს წე­სე­ბი მა­სი­უ­რად ჩვენს თვალ­წინ ირ­ღვე­ვა და კა­ნონ­დამ­რღვე­ვებს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არა­ვინ აჯა­რი­მებთ.


ბა­თუმ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ეკა­ტე­რი­ნე ფან­გან­მაც. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი შრო­მით ინ­სპექ­ცი­ას მო­უ­წო­დებს, რომ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ იქ არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას.


"შრო­მის ინ­სპექ­ცია / Labour Inspection Office ბა­თუმ­ში ნამ­ყო­ფე­ბი ხართ?! სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ებ­შიც კი არა­ვის უკე­თია პირ­ბა­დე, მათ შო­რის გამ­ყიდ­ვე­ლებ­საც! სრუ­ლი გა­ნუ­კი­თხა­ვო­ბაა და პატ­რო­ნი არ ყავს აქა­უ­რო­ბას! შარ­შან ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო ჩა­ვი­კე­ტეთ და წელ­საც მათ გამო რა­ტომ უნდა ჩა­ვი­კე­ტოთ ჩვენ, ვინც ყვე­ლა­ნა­ირ რე­გუ­ლა­ცი­ას ვი­ცავთ და ვინც აც­რი­ლე­ბი ვართ? ყვე­ლა ჯი­ხურ­ში, ყვე­ლა მა­ღა­ზი­ა­ში, ყვე­ლა სას­ტუმ­რო­ში და ყვე­ლა რეს­ტო­რან­ში უნდა შეხ­ვი­დეთ. 99,9 % ეს სი­ტუ­ა­ცი­აა და, იქ­ნებ, მი­ი­ღოთ რამე ზო­მე­ბი, რომ ვინ­მემ ცო­ტა­ო­დე­ნი სიფრ­თხი­ლე თქვე­ნი ში­შით მა­ინც გა­მო­ი­ჩი­ნოს!" - წერს ეკო ფანგანი.


Ambebige.ge ტე­ლე­წამ­ყვანს და­უ­კავ­შირ­და. ეკომ გვი­თხრა, რომ მის­მა სტა­ტუს­მა ერ­თგვა­რი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბაც კი გა­მო­იწ­ვია და იმე­დოვ­ნებს შრო­მი­თი ინ­სპექ­ცია მი­აქ­ცევს ბა­თუმ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას ყუ­რა­დღე­ბას.


"მე თა­ვად სი­ნო­ფარ­მის ორი­ვე დო­ზით ვარ აც­რი­ლი, რო­გორც კი შე­მო­ვი­და ვაქ­ცი­ნა, რაც მე­კუთ­ვნო­და ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად ავი­ცე­რი. მე­ო­რე დო­ზი­დან უკვე თვე­ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და.

კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ, წე­სებს ვი­ცავ­დი ყო­ველ­თვის. წე­ლი­წად­ზე მე­ტია ეს ვირუ­სი გრძელ­დე­ბა და უკვე ყვე­ლა ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს შე­ე­ხო, ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ადა­მი­ანს მისი არ­სე­ბო­ბის არ სჯე­რო­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემ სტა­ტუსს, ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ის აღვწე­რე რაც ხდე­ბო­და...“ - ამ­ბობს ეკო AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.





კომენტარები:

ფართი შოპი