ალუდა ღუდუშაური - მიშელმა ოპოზიციას თითი დაუქნია და ცივი წყალი გადაასხა, როცა მასთან საწუწუნოდ მივიდნენ - ყური აუწია და უთხრა, წადით, შეუერთდით შეთანხმებასო

20 Jul 2021 00:44

ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ შარლ მიშელმა ოპოზიციას თითი დაუქნია და ცივი წყალი გადაასხა, როცა მასთან ოპოზიცია საწუწუნოდ მივიდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსისსს“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.


როგორც მან განმარტა, ოპოზიციურ პარტიებს შარლ მიშელის ჩამოსვლა „ტყუილად უხაროდათ“.


ღუდუშაურის თქმითვე, მიშელმა ოპოზიციას „ყური აუწია და უთხრა, წადით, შეუერთდით შეთანხმებასო“.

„როგორც ჩანს, ბატონმა მიშელმა ძალიან კარგად იცის და უწყის, როგორ სრულდება ის დოკუმენტი და შეთანხმება, რომელიც მან დატოვა, ვინ ასრულებს ამ შეთანხმებას, ვინ - არა. ასევე მკაფიო გზავნილი იყო მათთვისაც, ვინც ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ შეთანხმებას, დოკუმენტს ჰქვია - „საქართველოს მომავლისთვის“, ეს არის მკაფიო გამოხატულება იმისა, ვის არ უნდა საქართველოს უკეთესი მომავალი. არაერთხელ აღვნიშნავდით, რომ დიახ, მიშელი რომ ჩამოვიდოდა, სულ ტყუილად უხაროდა ოპოზიციას და სულ ტყუილად ჰქონდათ აჟიოტაჟი და ერთგვარი კეკლუცობის რეჟიმში იყვნენ გადასული, თითქოს, მიშელი ვერ დაინახავდა, ან ვერ წაიკითხავდა ერთის მხრივ იმას, რაც მან შეთანხმების სახით დატოვა, მეორე მხრივ, იმ ნაბიჯებს, რაც კონკრეტულმა მხარეებმა გადადგეს.


ძალიან უხერხული იქნებოდა, როცა მაგალითად, „ლელოს“ წარმომადგენლები მასთან დასხდებოდნენ სალაპარაკოდ და ეტყოდნენ, რომ დიახ, მოაწერეს ხელი შეთანხმებას, მაგრამ ამ შეთანხმების საპირისპიროდ წავიდნენ, არ დაუჭირეს მხარი საარჩევნო კანონმდებლობას, არ მიიღეს მონაწილეობა მართლმსაჯულების საკითხებში. მთელი რიგი ასპექტები, რომელიც ამ შეთანხმების იყო, არათუ არ შეასრულეს, მეტიც, არც ერთში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა, მონაწილეობა არ მიიღეს. მათ ვეუბნებოდით, რომ წაიკითხავდნენ და ნახავდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.


მიშელმა ხაზგასმით მიუთითა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თითი დაუქნია და ყური აუწია მათ და უთხრა, წადით, შეუერთდით ამ შეთანხმებასო. თუ ის შეთანხმება „ქართული ოცნების“ მხრიდან ირღვევა გნებავთ, მართლმსაჯულების საკითხებში, გნებავთ, მოსამართლეების წარდგენასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, მიშელი რატომ მიუთითებდა პარტიებს, რომ შეერთებოდნენ, მეტიც, თქვენ მოისმინეთ, რომ ის მოხარულია იმ გადადგმული ნაბიჯებით, რომელსაც მხარეები დგამენ მისი შეთანხმების შესრულებისთვის“, - განაცხადა ღუდუშაურმა.





კომენტარები:

ფართი შოპი